fbpx

escard

Group (1)

ᲙᲝᲜᲤᲘᲓᲔᲜᲪᲘᲐᲚᲝᲑᲘᲡ & ᲞᲔᲠᲡᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ

შპს "აპოლო"

მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავება, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკის (შემდგომში „პოლიტიკა“) საფუძველზე, ხორციელდება კომპანიის ან/და კომპანიის მიერ დასახელებული მესამე პირების მიერ.

მომხმარებლის მიერ წესებსა და პირობებზე თანხმობა ჩაითვლება პირის მიერ წერილობით თანხმობად პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკაზე.

მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის ინფორმაციის მიწოდება ატარებს სავალდებულო ხასიათს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი ვერ შეძლებს აპლიკაციაში/ვებ-გვერდზე რეგისტრაციას და შესაბამისად ვერ მიიღებს მომსახურებას კომპანიის მხრიდან.

ტერმინთა განმარტება

თუ თავად კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ წესებისა და პირობების მიხედვით მათთვის მინიჭებული მნიშვნელობა. კოლიზიის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება პოლიტიკით გათვალისწინებულ მნიშვნელობებს.

პერსონალური მონაცემები

ჯეროვანი მომსახურების გაწევის მიზნით, კომპანია მომხმარებლებისგან აგროვებს შემდეგი ტიპის მონაცემებს:

2.1 მონაცემებს, რომლებსაც კომპანიას თავად აწვდის მომხმარებელი (რეგისტრირებული მომხმარებლის შემთხვევაში):

მონაცემები

  • მობილურის ნომერი
  • ელექტრონული ფოსტა
  • სახელი
  • გვარი
  • საბანკო მონაცემები
  • სამუშაო ადგილი
  • სისტემაში შესასვლელი პაროლი
  • დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც რეგისტრირებული მომხმარებელი კომპანიას აწვდის საკუთარი ინციატივით, წერილობით ან/და ზეპირად.

2.2 მონაცემები, რომლებსაც კომპანია იღებს მომხმარებლისგან დამოუკიდებლად:

  • მომხმარებლის IP მისამართი;
  • გამოყენებული ბრაუზერის ტიპები და ვერსიები;
  • წვდომის სისტემის მიერ გამოყენებული ოპერაციული სისტემა;
  • წვდომის თარიღი და დრო;
  • კომპანიის ვებ-გვერდის გვერდებს, რომლებსაც ეწვიეთ;
  • რეფერერის URL (ადრე მონახულებული გვერდი);
  • მობილური მოწყობილობის ტიპი, რომელსაც იყენებთ;
  • თქვენი მობილური მოწყობილობის უნიკალური ID;
  • თქვენი მობილური ოპერაციული სისტემა;
  • მობილური ინტერნეტ ბრაუზერის ტიპი;
  • მომხმარებლის ადგილმდებარეობა;
  • უნიკალური მოწყობილობის იდენტიფიკატორები და სხვა დიაგნოსტიკური მონაცემები.

3. მონაცემთა დამუშავების მიზანი

3.1 კომპანიის ან/და კომპანიის მიერ დასახელებული მესამე პირის მიერ, მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული მიზნებით.

3.2 კომპანიის ან/და კომპანიის მიერ დასახელებული მესამე პირის მიერ მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხდება კომპანიის მიერ მომხმარებელთათვის ჯეროვანი და მაღალხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფისა და აპლიკაციით/ვებ-გვერდით შეუფერხებელი სარგებლობისთვის.

3.3 მონაცემთა დამუშავების ზოგადი მიზნები:

  • აპლიკაციის/ვებ-გვერდის გამოყენების დახვეწა და გაუმჯობესება.
  • აპლიკაციაზე/ვებ-გვერდზე მომხმარებელთა შეუფერხებელი წვდომა.
  • რეგისტრირებულ მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა.
  • საეჭვო/კანონსაწინააღმდეგო ტრანზაქციებისა თუ ქმედებების აღმოჩენა/დაბლოკვა.
  • თაღლითობისა და სხვა შესაძლო სამართალდარღვევების აღკვეთა.
  • მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სტატისტიკების მაქსიმალური სიზუსტით შედგენა.
  • საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა.


3.4 მონაცემთა დამუშავების კონკრეტული მიზნები:

  • მობილურის ნომრით კომპანია უზრუნველყოფს რეგისტრირებულ მომხმარებელთან მუდმივად კონტაქტზე ყოფნას, მის ინფორმირებას. კომპანია უზრუნველყოფს რეგისტრირებული მომხმარებლისათვის მომსახურებასთან დაკავშირებული განახლებული ინფორმაციის, აქციების და სხვა ცნობების/ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.
  • ელექტრონული ფოსტით კომპანია უზრუნველყოფს რეგისტრირებულ მომხმარებელთან კონტაქტს, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც რეგისტრირებული მომხმარებელი მიუწვდომელია ტელეფონის ნომერზე ან აღარ არსებობს ნომერი. ასევე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით კომპანია უზრუნველყოფს რეგისტრირებული მომხმარებლისათვის მომსახურებასთან დაკავშირებული განახლებული ინფორმაციის, აქციების და სხვა ცნობების/ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.
  • სახელი და გვარი გამოიყენება რეგისტრირებული მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის.
  • საბანკო ბარათის მონაცემები გამოიყენება კომპანიის მომსახურების ასანაზღაურებლად.
  • რეგისტრირებული მომხმარებლების შემთხვევაში, მონაცემთა დამუშავება ასევე გამოიყენება მარკეტინგული მიზნებისა და რეგისტრირებულ მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული მომსახურების/შეღავათების შეთავაზებისათვის.
  • მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა. კომპანია უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლოა შეეზღუდოს წვდომა ვებ-გვერდზე/აპლიკაციაზე.
  • რეგისტრირებული მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს კომპანიას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, თუმცა ასეთ დროს იგი ვეღარ მიიღებს მომსახურებას და არ დაუბრუნდება მომსახურების საფასური კომპანიის მხრიდან.

4. მონაცემთა მესამე პირებზე გადაცემა

4.1 კომპანია უფლებამოსილია რეგისტრირებულ მომხმარებელთა მონაცემები, პოლიტიკაში გაწერილი მიზნებისათვის, კონფიდენციალობის დაცვით, გადასცეს მესამე პირებს.

4.2 წინამდებარე დოკუმენტის 4.1. პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია გარეშე პირს გადასცეს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული მიზნის მისაღწევად საჭირო ინფორმაცია.

5. ცვლილებები

5.1 პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკაში, შესაძლოა დროთა განმავლობაში შევიდეს გარკვეული ცვლილებები/დამატებები, რომლებიც ავტომატურად აისახება ვებ-გვერდზე/აპლიკაციაზე. ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოყენებით ან/და მომსახურების მიღებით, თქვენ ეთანხმებით აღნიშნულ ცვლილებებსა თუ დამატებებს. არსებითი ცვლილებების/დამატების შემთხვევაში, კომპანია რეგისტრირებულ მომხმარებლებს ვებ-გვერდის/აპლიკაციის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დამატებით აცნობებს აღნიშნულის შესახებ. 

5.2 ვებგვერდის/აპლიკაციის გამოყენებით და/ან მისი სერვისების მიღებით თქვენ ეთანხმებით ასეთ ცვლილებებს ან დამატებებს. არსებითი ცვლილებების/დამატებების შემთხვევაში კომპანია დამატებით აცნობებს რეგისტრირებულ მომხმარებლებს ვებგვერდის, აპლიკაციის ან/და ელ.ფოსტის მეშვეობით.

6. შენიშვნები

6.1 კომპანია აცნობიერებს თითოეული მომხმარებლის პერსონალური მონაცემის დაცულობისა თუ დამუშავების წესების მნიშვნელობას.

6.2 კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის აზრი და დამოკიდებულება, მათ შორის და არამხოლოდ, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ.

6.3 კომპანია გამოთქვამს სურვილსა და მზაობას ნებისმიერი შენიშვნის/რჩევის შემთხვევაში, გაგებით მოეკიდოს მომხმარებლის მიერ წამოყენებულ პრეტენზიას, შესაბამისად, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: + 995 599 05 22 66

 

 

ქუქი-ფაილების პოლიტიკა

წინამდებარე პოლიტიკა აღწერს კომპანიის მიერ ვებ-გვერდზე ქუქი-ფაილების გამოყენებას.

წესებსა და პირობებზე თანხმობითა და ვებ-გვერდის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ვებ-გვერდის ქუქი-ფაილების პოლიტიკას. ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით, კომპანიის უფლებამოსილებას გამოიყენოს ქუქი-ფაილები, რომლებიც მოცემულია წინამდებარე პოლიტიკაში. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ კომპანიის მიერ ქუქი-ფაილების გამოყენება ბრაუზერის/მოწყობილობის პარამეტრებში ცვლილების შეტანით.

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებული ტერმინები ატარებს ვებ-გვერდის წესებსა და პირობებში განმარტებულ მნიშვნელობებს.

რა არის ქუქი-ფაილები?

ქუქი-ფაილები არის ტექსტური ფაილები, რომლებიც შეიცავს გარკვეული რაოდენობის ინფორმაციას და გადმოწერილია თქვენს მოწყობილობაზე (როგორიცაა კომპიუტერი, სმარტ-ფონი და ა.შ.) ვებ-გვერდის მონახულებისას. ქუქი-ფაილების ამოცნობა შესაძლებელია იმ ვებ-გვერდის მიერ, საიდანაც გადმოიწერა ისინი - ან სხვა ვებ-გვერდის მიერ, რომლებიც იყენებენ ერთსა და იმავე ქუქი-ჩანაწერებს. აღნიშნული ეხმარება ვებ-გვერდს გაარკვიოს, რამდენად იყო ვებ-გვერდი გახსნილი/გამოყენებული აღნიშნული მოწყობილობის მიერ.

რა ტიპის ქუქი-ფაილებს ვიყენებთ ჩვენ?

მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად, კომპანია იყენებს შემდეგი ტიპის ქუქი-ფაილებს:

  • IP მისამართი
  • მოწყობილობის ტიპი
  • ბრაუზერი
  • ვებ-გვერდზე სტუმრობის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა
  • რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა მომხმარებელი escard.ge-ს ვებ-გვერდზე
  • ინფორმაცია Escard.ge ის ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ – რა პროდუქტები მოინახულა მომხმარებელმა


რატომ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს?

ქუქი-ფაილები ასრულებენ უამრავ განსხვავებულ სამუშაოს, მაგალითად, გვეხმარებიან გავიგოთ როგორ გამოიყენება ვებ-გვერდი, გაძლევთ საშუალებას ნავიგაცია მოახდინოთ გვერდებზე ეფექტურად, დაიმახსოვროთ თქვენი არჩევანი და ზოგადად გააუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება.

ქუქი-ფაილების კონტროლი (შეცვლა/წაშლა)

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აკონტროლოთ ქუქი-ფაილები, შეცვალოთ ან წაშალოთ ისინი. ქუქი-ფაილების შეცვლა/წაშლის ინსტრუქციისთვის ეწვიეთ მოცემულ ლინკს: https://shorturl.at/qtDK5 https://shorturl.at/qtDK5 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ ზღუდავთ ვებსაიტების ქუქი-ფაილების დაყენების შესაძლებლობას, შესაძლოა ვერ შეძლოთ ვებ-გვერდის გარკვეულ ნაწილებზე წვდომა და ვერ ისარგებლოთ ვებ-გვერდით სრულად.