fbpx

escard

Group (1)

წესები & პირობები

 

გამოყენების წესები და პირობები

ტერმინთა განმარტება

1.1 თუ თავად ტექსტიდან პირდაპირ სხვაგვარად არ გამომდინარეობს, წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ მათთვის მინიჭებული შემდეგი მნიშვნელობა:

1.1.1 კომპანია - შპს „აპოლო“ საიდენტიფიკაციო ნომერი: 405497582; რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა N 32.
1.1.2 აპლიკაცია - Escard, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი იღებს მომსახურებას კომპანიისგან.
ვებ-გვერდი - Escard.ge, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი იღებს მომსახურებას კომპანიისგან.
1.1.4 მომხმარებელი ნებისმიერი რეგისტრირებული თუ არარეგისტრირებული მომხმარებელი.
1.1.5 რეგისტრირებული მომხმარებელი - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს აპლიკაციით/ვებ-გვერდით და გავლილი აქვს რეგისტრაცია.
1.1.6 არარეგისტრირებული მომხმარებელი - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს აპლიკაციით/ვებ-გვერდით და არ აქვს გავლილი რეგისტრაცია.
1.1.7 პროფილი - რეგისტრირებული მომხმარებლის პირადი გვერდი ვებ-გვერდზე/აპლიკაციაზე, რომელიც მოიცავს აღნიშნულ მომხმარებელზე სავალდებულო თუ დამატებითი ხასიათის ინფორმაციას.

1.1.8 მომსახურება - ნებისმიერი სახის მომსახურება/შეღავათი/პროდუქტის შეძენა, რასაც რეგისტრირებული მომხმარებელი იღებს კომპანიისგან.

1.1.9 მხარე - კონტექსტის გათვალისწინებით კომპანია, არარეგისტრირებული მომხმარებელი ან/და რეგისტრირებული მომხმარებელი.

1.1.10 მხარეები - კონტექსტის გათვალისწინებით კომპანია და არარეგისტრირებული მომხმარებელი ან/და რეგისტრირებული მომხმარებელი.

1.1.11 მესამე პირი - ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, გარდა მხარეებისა.

1.1.12 წესები და პირობები - წინამდებარე წესები და პირობები, ასევე მისი ნებისმიერი დანართი და შემადგენელი ნაწილი (მათ შორის და არამხოლოდ პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა/ქუქიების პოლიტიკა), რომლებიც არეგულირებს ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოყენების პირობებს.

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, წესებსა და პირობებში მოხსენებული სიტყვა „თქვენ“ მიემართება რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ასევე ნებისმიერ პირს, რომლიც სარგებლობს პლატფორმით.


2. შესავალი

2.1 წინამდებარე ვებ-გვერდი და აპლიკაცია ეკუთვნის და მისი მფლობელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული შპს „აპოლო“ საიდენტიფიკაციო ნომერი: 405497582. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებას, რომელიც იდება კომპანიასა და თქვენს შორის.

2.2 წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოყენებასა და მისი მეშვეობით კომპანიისაგან მომსახურების მიღებას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გაქვთ გავლილი რეგისტრაცია.

2.3 ვებ-გვერდზე/აპლიკაციიში რეგისტრაციით/შესვლით/ნებისმიერი სახით გამოყენებით ან/და კომპანიისგან მომსახურების მიღებით თქვენ წერილობით ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. წესებსა და პირობებზე თანხმობა ავტომატურად გულისხმობს პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკასა თუ წესებისა და პირობების სხვა დანართებსა და შემადგენელ ნაწილებზე წერილობით თანხმობას.

2.4 წესები და პირობები, ასევე მისი ნებისმიერი დანართი/შემადგენელი ნაწილი მოქმედებს მანამ, სანამ იარსებებს მომხმარებლის პროფილი, მომხმარებელი სხვაგვარად სარგებლობს აპლიკაციით/ვებ-გვერდით, იღებს მომსახურებას კომპანიისგან ან/და აქვს სხვაგვარი სამართლებრივი ურთიერთობა კომპანიასთან.

2.5 კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, აპლიკაციში/ვებ-გვერდზე განთავსების გზით შეიტანოს ცვლილებები წესსა და პირობებში. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა ცვლილების შეტანისთანავე. მომხმარებლის მიერ აპლიკაციის/ვებ-გვერდის გამოყენების გაგრძელება ან/და მომსახურების მიღება ავტომატურად ნიშნავს თანხმობას შეცვლილ პირობებზე. არსებითი ცვლილების შემთხვევაში, კომპანია რეგისტრირებულ მომხმარებლებს აპლიკაციის/ვებ-გვერდის ან/და ელექტრონული ფოსტის/სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით დამატებით აცნობებს აღნიშნულის შესახებ.

3. განცხადებები და გარანტიები 

3.1 მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

3.1.1 გაეცნო და სრულად ეთანხმება წესებსა და პირობებს.

3.1.2 სრულად აქვს გააზრებული კომპანიის მომსახურებისა თუ პასუხისმგებლობის ფარგლები.

3.1.3 აპლიკაციის/ვებ-გვერდის გამოყენების დროს იქნება/არის ქმედუნარიანი, შეუძლია გაიაზროს აპლიკაციის/ვებ-გვერდის გამოყენების მნიშვნელობა და არ იმყოფება რაიმე ისეთი ფსიქიკური/ფიზიკური ზემოქმედების ქვეშ, რაც ხელს შეუშლის, გაიაზროს მისი ქმედების მნიშვნელობა, ამასთან მიღწეული აქვს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ასაკობრივი ზღვარისთვის და აქვს სრული უფლებამოსილება ისარგებლოს აპლიკაციით/ვებ-გვერდით და მიიღოს მომსახურება. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, აპლიკაციის/ვებ-გვერდის გამოყენების დროს, რეგისტრირებული მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მიღწეული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სრულწლოვანი ასაკისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია დაბლოკოს რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი.

3.1.4 მის მიერ ეყვანილი ინფორმაცია რეალური, ზუსტი და კანონიერია.

3.1.5 არ გამოიყენებს ვებ-გვერდს/აპლიკაციას კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის და დაიცავს საქართველოს კანონმდებლობას ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოყენების პროცესში, მათ შორის და არამხოლოდ კანონმდებლობით დაწესებულ ასაკობრივ შეზღუდვებს.

3.1.6 მისი არცერთი ქმედება არ ხელყოფს კომპანიის, სხვა მომხმარებლების ან/და მესამე პირების უფლებებს.

3.1.7 ლოგოზე, ვებ-გვერდზე, აპლიკაციაზე, მის დიზაინზე, ძირითად პროგრამული კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა დაკავშირებულ მასალაზე ინტელექტუალური საკუთრების უფლება ეკუთვნის კომპანიას.

3.1.8 ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოყენების დროს შესაძლოა წარმოიქმნას ხარვეზები/შეფერხებები, რომლებზეც კომპანია არ აგებს პასუხს. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი შეატყობინებს კომპანიას ხარვეზის არსებობის შესახებ, კომპანია საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ეცდება მაქსიმალურად ეფექტურად აღმოფხვრას ამგვარი ხარვეზები.

3.1.9 სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს.

4. ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოყენება და რეგისტრაცია

4.1 მხარეები თანხმდებიან, რომ ვებ-გვერდზე/აპლიკაციაზე შესვლის უფლება აქვთ, როგორც რეგისტრირებულ, ისე არარეგისტრირებულ მომხმარებლებს.

4.2 იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს ვებ-გვერდის/აპლიკაციის სრული გამოყენება და მიიღოს მომსახურება კომპანიისგან, იგი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია და ჰქონდეს საკუთარი პროფილი.

4.3 მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციის დროს შესაბამის გრაფებში მიუთითოს ზუსტი და რეალური ინფორმაცია. სხვა პირის/არასწორი ინფორმაციის მითითება დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია დროებით ან/და სამუდამოდ დაბლოკოს მომხმარებლის პროფილი, რის შემდეგაც იგი ვეღარ შეძლებს კომპანიისგან მომსახურების მიღებას.

4.4 მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გაივლის რეგისტრაციას, იგი უფლებამოსილია მიიღოს მომსახურება კომპანიისგან.

4.5 აპლიკაციის/ვებ-გვერდის გამოყენებისას, დაუშვებელია უკანონო და/ან თაღლითური ქმედება, ასევე დაუშვებელია აპლიკაციის/ვებ-გვერდისთვის ან/და მესამე პირებისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერი სახის მავნე პროგრამების მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, რომლის ქმედებასაც მოყვა კომპანიისთვის/მესამე პირებისთვის ზიანის დადგომა.

5. პასუხისმგებლობის ფარგლები

5.1 კომპანია არ იღებს და არ შეიძლება ჰქონდეს პასუხისმგებლობა მომხმარებლის ან/და მესამე პირების ქმედებებსა თუ ვალდებულებებზე. ასევე, არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებელთა ან/და მესამე პირთა ქმედებების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.

6. ინტელექტუალური საკუთრება

6.1 აპლიკაციის/ვებ-გვერდის დიზაინზე, ძირითად პროგრამული კოდზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ლოგოზე, სასაქონლო ნიშნებსა და სხვა მასალაზე ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო და მომიჯნავე უფლებები წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას.

6.2 კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, დაუშვებელია ნებისმიერი სახით, მის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშნების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების ხელყოფა, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის მოდიფიცირება, ნებისმიერი სახით გამოყენება, და სხვაგვარი ქმედება, რაც ეხება კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას.

7. პერსონალური მონაცემები და მათი დამუშავება

7.1 მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლება შესაბამისი მიზნებისთვის აქვს კომპანიას ან/და კომპანიის მიერ დასახელებულ პირს, რომელიც ვალდებულია მონაცემები დაამუშავოს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული მიზნებითა და კონფიდენციალობის დაცვით.

7.2 პერსონალურ მონაცემთა შეგროვებისა თუ სხვაგვარი დამუშავების წესები განისაზღვრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიხედვით, რომელიც თან ერთვის წესებსა და პირობებს და წარმოადგენს მის არსებით, შემადგენელ ნაწილს.

8. არაკანონიერი აქტივობის/კონტენტის დაბლოკვა

8.1 იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას შეექმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აპლიკაციის/ვებ-გვერდის გამოყენებისას ან/და ტრანზაქციის განხორციელებისას ირღვევა წინამდებარე გამოყენების წესები და პირობები ან/და კომპანიას ექმნება ეჭვი, რომ ტრანზაქციები არაკანონიერი, თაღლითური და არაავტორიზებულია, კომპანია უფლებამოსილია, გააჩეროს ასეთი ტრანზაქცია და დაბლოკოს ნებისმიერი პირის პროფილი, ვინც მსგავს აქტივობას ახორციელებს, სანამ კომპანია არ შეისწავლის კონკრეტულ ფაქტებს. კომპანია ასევე უფლებამოსილია, მსგავს შემთხვევებში მიმართოს შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებს, სხვა სახელმწიფო ორგანოებს და მიაწოდოს მათ ინფორმაცია.

8.2 იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მომხმარებლის ქმედებებში დააფიქსირებს არაკანონიერ ნიშნებს (მაგ.: კანონმდებლობით დადგენილი ასაკობრივი შეზღუდვებისა და მოთხოვნების დარღვევა და ა.შ) იგი უფლებამოსილია ასეთ შემთხვევებში დროებით ან სამუდამოდ დაბლოკოს მომხმარებლის პროფილი. 8.3 კომპანია არ აგებს პასუხს მომხმარებლებისა თუ მესამე პირების ქმედების კანონიერებაზე.

9. დავების გადაწყვეტა და გამოსაყენებელი სამართალი

9.1 კომპანიასა და მომხმარებელს შორის წარმოშობილი ნებისმიერი სახის დავა/უთანხმოება უნდა მოგვარდეს ურთიერთშეთანხმების გზით.

9.2 დავის წარმოშობიდან 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო, ქართული სამართლის მიხედვით.

9.3 კომპანიის სასარგებლოდ მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსრულებაში.

10. გარდამავალი დებულებები

10.1 აპლიკაციის/ვებ-გვერდის გამოყენებით ან/და მომსახურების მიღებით, მხარეები აცხადებენ, რომ წინამდებარე წესები და პირობები შედგენილია მათთვის გასაგებ ენაზე, მათ არ გააჩნიათ რაიმე სახის კითხვა/ბუნდოვანება, სრულად იაზრებენ და აცნობიერებენ წესებითა და პირობებით დადგენილი ნორმების შინაარს და რომ წესები და პირობები განთავსებულია მათთვის ხელსაყრელ და თვალსაჩინო ადგილზე.

10.2 გარდა აღნიშნული წესებისა და პირობებისა, კომპანიასა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით და ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში განთავსებული სხვა დოკუმენტებით ასეთი არსებობის შემთხვევაში.

10.3 წესებისა და პირობების ცალკეული ნაწილების ბათილობა არ იწვევს მთლიანი დოკუმენტის ან/და მისი სხვა ნაწილების ბათილობას.

10.4 ის საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე წესებითა და პირობებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკითა და მხარეთა შორის გაფორმებული ინდივიდუალური სამართლებრივი ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

10.5 აპლიკაციის/ვებ-გვერდის მოხმარებით მხარეები ადასტურებენ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სრული უფლება შევიდეს წინამდებარე ურთიერთობაში და საამისოდ მოპოვებული აქვს ყველა საჭირო უფლებამოსილება და/ან თანხმობა.

10.6 კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლის მიმართ მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ურთიერთგაქვითვის გზით.

10.7 თუ ინდივიდუალური ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წინამდებარე წესი და პირობები ითვალისწინებს კომუნიკაციის ზეპირ სატელეფონო ფორმას. მხარეს წერილობითი შეტყობინება შეიძლება მიეწოდოს პირადად, გაეგზავნოს კურიერის, საფოსტო გზავნილის საშუალებით, აპლიკაციის/ვებ-გვერდის გზით ან/და მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე/მობილურის ნომერზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.

10.8 ნებისმიერი სახის ინფორმაციის, მათ შორის და არა მხოლოდ, ტელეფონის ნომრის, მისამართის, ცვლილების შემთხვევაში, მხარე ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღისა აცნობოს კომპანიას. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას არ დაეკისრება პასუხისმგელობა, თუ მის მიერ მომსახურების შეუსრულებლობა დაკავშირებული იქნება მომხმარებლის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, კომპანიის მიერ მის ხელთ არსებულ ბოლო მისამართზე შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად.

10.9 მომხმარებლები აპლიკაციის/ვებ-გვერდის გამოყენებით აცნობიერებენ და ადასტურებენ, რომ კომპანიას აქვს შესაძლებლობა დაეყრდნოს მათ მიერ მოწოდებულ დადასტურებებს, ლიცენზიებს, ნებართვებს, სარეგისტრაციო მონაცემებს. უზუსტობის ან/და შეუსაბამობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი დოკუმენტის/მონაცემის/ინფორმაციის წარმდგენს, ასევე ასეთ შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია დაბლოკოს მომხმარებლის პროფილი.

10.10 მხარეები იღებენ ვალდებულებას აპლიკაციასთან, ვებ-გვერდთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში აცნობონ კომპანიას.

10.11 მომხმარებელი იძლევა ერთმნიშვნელოვან თანხმობას კომპანიისაგან მიიღოს შეტყობინებები, აქციები, რეკლამები, პრომოუშენები, შეთავაზებები და სხვა ტიპის ინფორმაცია, ნებისმიერი ფორმით.

10.12 მომხმარებელი იძლევა ერთმნიშვნელოვან თანხმობას, რომ თავის მიერ კომპანისაათვის რეგისტრაციის პროცესში მიწოდებული პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავებულ იქნას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის.

10.13 ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოყენებით თქვენ გამოხატავთ წერილობით თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებსა და მის შემადგენელ ნაწილებზე.